15.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ლანა ღოღობერიძე მზია ამაღლობელის საქმეზე – კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი!

კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის, – ასე მიმართავს კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე, ნინო სახელაშვილს.

როგორც ღოღობერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „მზია ამაღლობელის განაჩენი, რეჟიმის განაჩენი იქნებ“.

„მზია მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო და კიდევ, პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაზე – ღირსეული ქალის პასუხი. ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული, ქალური ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი, რეჟიმის განაჩენი იქნება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად… როდესაც ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, ვისაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს, შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!“ -წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: “ლაშა ცანავამ თავისით გააღო თავისი საკნის კარი – ღირსეულად და ამაყად!”
შემდეგი სტატიაTelegraph: ცუნამიმ რუსეთის აღმოსავლეთ აზიის წყალქვეშა ნავების ბაზა დააზიანა