13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ლანა გალდავა: როდესაც ბავშვები არიან მშივრები, ტოვებენ სკოლას, საუბარი ლამაზ ფორმებზე არის ზღვარგადასული ცინიზმი

“მაშინ, როდესაც ბავშვები არიან მშივრები, წაკითხულის გააზრება უჭირთ, სასკოლო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, სამ ცვლად სწავლობენ სკოლებში შემცირებული საგაკვეთილო დროით, რითაც სწავლის ხარისხი უარესდება, მაშინ, როცა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 23 000-მდე მოსწავლე გამოვიდა სკოლიდან და ემიგრაციაში წაიყვანეს მშობლებმა, 700 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველიდან ნახევარზე მეტი ბავშვია, ამ დროს საუბარი ლამაზ ფორმებზე არის ზღვარგადასული ცინიზმი!”_ აცხადებს “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი ლანა გალდავა გადაცემაში “დღის ამბები”.

ინფორმაციისთვის,”ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ,სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსწავლეები მიიღებენ

banner
წინა სტატიაშიNIYSO: ჩეჩნეთში უსაფრთხოების ძალებმა ექვსი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს
შემდეგი სტატიამარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი: ხელისუფლებას ვთხოვ, ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ