ლანა გალდავა პრემიერს – წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო

ლელოს ერთ ერთი ლიდერი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დღეს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს რომელიც მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა კვლავ ისაუბრა ანაკლიის პორტის შესახებ. ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის სხდომაზე კვლავ ანაკლიის პორტის თემა გაჟღერდა და შესაბამისად, მასაც სურს კვლავ შეახსენოს ხელისუფლებას:

“წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო.
დღეს ქალაქი ანაკლიის (Anaklia City) უწყვეტი მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.
დღეს, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გლობალურ მოთამაშედ, რეგიონალურ ლიდერად უნდა ვყალიბდებოდეთ და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას უნდა ვაგებდეთ.
ანაკლია ხიდი უნდა ყოფილიყო ჩვენ აფხაზ ძმებთან ურთიერთობის და ქვეყნის გაერთიანების საკითხებში.
დღეს, ბიუჯეტს მძლავრი არტერია უნდა ქონოდა ანაკლიის პორტიდან და ქალაქი ანაკლიიდან. დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. დღეს, საოკუპაციო ხაზს იქით მდგარი ოკუპანტი უნდა ხედავდეს აგუგუნებულ ქალაქს და ღრმაწყლოვან პორტს. კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ თქვენ ხომ იმ ნარატივის მიმდევრები და განმახორციელებლები ხართ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა: ,,რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” – წერს ლანა გალდავა

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: დამუნათება და მით უმეტეს პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა