ლანა გალდავა: ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორის რაიონში

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა, ახალგორის რაიონში მაცხოვრებლების მძიმე მდგომარეობაში ცხოვრებაზე საუბრიბს.

როგორც განდავა აცხადებს, ახალგორის რაიონში მაცხოვრებლები უკვე მეორე წელია იმყოფებიან ცხინვალის ,,დე ფაქტო” საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, რადგანაც მათ ყველანაირი კავშირი გაუწყდათ სხვა რეგიონებთან.

“ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის მოწყობას მოყვა ,,დე ფაქტო” რეჟიმის მიერ ტერიტორიის ჩაკეტვა. ზემოაღნიშნულმა მდგომარეობამ ნეგატიური ასახვა ჰპოვა ახალგორის მაცხოვრებლებზე იმ თვალსაზრისით, რომ პენსიონერებისთვის გართულდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადაადგილება, ხშირ შემთხვევებში, ვერ ხდება მძიმე პაციენტების სამკურნალოდ თბილისში გადმოყვანა, განსაკუთრებით კი გადაუდებელი აუცილებლობის დროს, რადგან ,,დე ფაქტო” ხელისუფლების უწყებები ბიუროკრატიულად აყოვნებენ სამედიცინო ნებართვების გაცემას. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული დაბრკოლებების გამო, რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა,”-აცხადებს გალდავა.

მისივე ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონში, კოვიდ პანდემიის ფონზე შექმნილია უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი და საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლებლობების ფარგლებში, უსწრაფესად მიიღოს ზომები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური სისტემების კოლაფსისგან დასაცავად, რაც გულისხმობს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობის ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებებში მოქცევას.

“ასევე, დიპლომატიური ხაზის გააქტიურებას რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის რეგიონის ,,დე ფაქტო” ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ ხელი არ შეუშალონ ცხინვალის რეგიონში, ახალგორსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურების გაწევას, სხვა რაიონებში მიმოსვლის თავისუფლებას.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ საქმის კურსში ჩააყენოს საზოგადოება, თუ რა სტრატეგია არსებობს პანდემიის პირობებში ახალგორის რაიონის, მთლიანად კი ოკუპირებულ რეგიონში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ და უსწრაფესად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პანდემიით გამოწვეული უმწვავესი კრიზისის აღმოსაფხვრელად, რაც პირველ რიგში, გულისხმობს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას როგორც მოსახლეობის მიმოსვლის თავისუფლების, ასევე პაციენტების სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებით და სამედიცინო სტაციონარით უზრუნველსაყოფად,”- აცხადებს გალდავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ეკონომიკურ დიპლომატიას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა, ეს არის აუცილებელი დახმარება ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა გაუწიოს ქვეყანას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – 4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის განსახორციელებლად – შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში