29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ლანა გალდავა: ასეთი ფაქტების შესახებ რიგითი მოქალაქეები შემთხვევით, კადრების გაჟონვის შემდეგ არ უნდა ვიგებდეთ

ასეთი ფაქტების შესახებ რიგითი მოქალაქეები შემთხვევით, კადრების გაჟონვის შემდეგ არ უნდა ვიგებდეთ, რამდენი რამ არ ვიცით? ამაში არის დიდი პრობლემა – შსს საჭიროებს რეფორმებს, – ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს” წევრმა, ლანა გალდავამ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ.პირველის” ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

მისი თქმით, შსს რეფორმებს საჭიროება. გალდავას თქმით, საქართველოში ყველაზე სუსტი გენერალური ინსპექციაა.

„ცხადია, ერთი მხრივ, ეს გახლავთ დანაშაულებრივი ქმედება და ამავდროულად, მორალურად არის ამაზრზენი და გაუმართლებელი ფაქტი. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ სისტემური ხასიათი მიიღო მსგავსმა დანაშაულებმა ანუ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოხატვის დროს. 4 წლის განმავლობაში იცოდნენ ამის შესახებ და რეაგირება არ მომხდარა, ხოლო როცა გასაჯაროვდა, მერე დაიწყეს რეაგირება. პრობლემაა ის ფაქტი, რომ სამხრე კამერების თემა დგას ყოველთვის დღის წესრიგში და როცა საჭიროა, არასდროს ჩართული არ არის“,- განაცხადა გალდავამ.

მისი თქმით, მხოლოდ იმათი პასუხისმგებლობა არ დგას, ვინც უშუალოდ სჩადიოდნენ აღნიშნულ დანაშაულს, მისი თქმით,საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონოდა. გალდავას თქმით, მომხდარზე შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება მეტ შეკითხვას ბადებს.

„ვინ იყო ის პირთა წრე, ვინც დააკავეს, მოძალადეები? თუნდაც საქმის ზედამხედველი პროკურორები, თუნდაც იმ საპოლიციო განყოფილების ხელმძღვანელი ან უფროსი გამომძიებელი ვინ იყვნენ? ამიტომაც, რაც ეს ბუნდოვანება იქნება უფრო მეტად იქნება პრობლემებიც. შსს საჭიროებს რეფორმებს“,- განაცხადა ლანა გალდავამ

banner
წინა სტატიაში,,ერთად ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ” -თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ცოდვა გამხელილი ჯობია, წლების განმავლობაში რაღაცებს ვერ ვახერხებდით