სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება აღუთქვეს.
უფლებადამცველის შეფასებით, ბრალდების მხარეს საქმეში არცერთი ობიექტური მტკიცებულება არ გააჩნია.
„რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდთან მიმართებით არსებობდა მხოლოდ მისივე ცრუ ჩვენება, რომელიც სრულად გაბათილდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებითა და ნეიტრალური მტკიცებულებებით.
ბრალდების მხარე საუბრობს დანაშაულის ჩანასახებზე, მაგრამ მტკიცებულებებს ხორცს ვერ ასხამს. მაქვს მოლოდინი, რომ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებაზე დანაპირები მიღებული აქვს, თუმცა რამდენად სისრულეში მოიყვანს ამას ბრალდების მხარე, ეს უკვე მეორე საკითხია“, — განაცხადა ტვ პირველის ცნობით, ლანა ცერცვაძემ.








