ლამზირა ჩხეიძე: დამთავრდა ბობოქარი სიცოცხლე!

კახი აღარ არის, მორჩა! დამთავრდა!
თეატრიდან წავიდა კიდევ ერთი მსახიობი, დამთავრდა ბობოქარი სიცოცხლე!
კახი იყო ერთგული მეგობარი, ყურადღებიანი, სიცოცხლით, იუმორით სავსე. ბელასა და კახის ურთიერთობა დარჩა ლეგენდად… კახის შეეძლო ხელში აყვანილი ბელა შემოეყვანა რეპეტიციაზე…
როცა რეგიონებში გასტოლებზე გავდიოდით, კახის ყოველთვის აღებული ჰქონდა მატარებელი თუ ავტობუსი. პარტნიორებს გვიხაროდა მის გვერდით ყოფნა, რადგან ის ასხივებდა სიცოცხლესა და სიკეთეს.
კახი დააკლდა თავის ქვეყანას, ქართულ თეატრს. მის გარეშე უჭირს ყველას, მაგრამ განსაკუთრებით – რუსთაველის თეატრსა და მის ერთგულ მაყურებელს.
მშვიდობით, კახი… შენ დაგვარწმუნე, რომ იქ თეატრი მართლა არის და გელოდება ფიცარნაგი, რათა ისევ გააგრძელო თავდავიწყებით თამაში.
ახლა შენ იქ გელიან!

ლამზირა ჩხეიძე
საქართველოს დამსახურებული არტისტი

banner
წინა სტატიაშიავღანეთში გერმანული პოლიციის მისია დასრულდა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო საუბარი, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს