ლალი ტურძელაძე – ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს პაციენტზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული საავდმყოფოში 15 მარტს შეყვანილი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.

საუბარია ბელგიიდან ჩამოსულ ქალზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

„რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელსაც გუშინ ავუღეთ ტესტი და იყო უარყოფითი, პირველად შემოყვანილი, 15-ში შემოყვანილი პაციენტია, ძალიან გვიხარია. დღეს ავიღეთ მეორე ტესტი და პასუხს ველოდებით საღამოს. ბელგიიდან ჩამოსულია, ასეთი ისტორია აქვს მას. იყო უმძიმეს მდგომარეობაში მორბიდული სიმსუქნით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დაბეტით, ისე, რომ თითქმის იმედი არ იყო, მაგრამ ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს“ , – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

banner
წინა სტატიაშილალი ტურძელაძე – მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სავარაუდოდ დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოვხსნით
შემდეგი სტატიაპაციენტმა ექიმებს ინფორმაცია დაუმალა, სახლში გაწერის შემდეგ კი კორონავირუსი დაუდგინდა