ლალი ტურძელაძე – თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, კახი კავსაძეს თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლოა, ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ ბლოკში გადაიყვანონ. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმაი დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს.

„თუ იქნება ასეთივე სტაბილური, გაუმჯობესებული მდგომარეობა, ხვალ აუცილებლად გადავიყვანთ თერაპიულ ბლოკში. ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, როგორც კლინიკაში შემოვიდა. შედარებაც არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი აცხადებს, რომ 8 დეკემბრიდან ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყება
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი – ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ