ლალი ტურძელაძე – მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სავარაუდოდ დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოვხსნით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ძველი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

ტურძელაძის თქმით, გაუმჯობესდა მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა და გამორიცხული არაა, დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნას.

„რაც შეეხება ძველ პაციენტებს, სტაბილურია მდგომაროება. მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი, რომელიც ყველამ კარგად იცით, 62 წლის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ გვყავს მოხსნის რეჟიმში და ალბათ საღამოსკენ თუ ყველაფერი კარგად იქნა, მოვხსნით. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, 80 წლის, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც ცოტა გავამარტივეთ, უკეთესობისკენ“ , – განაცხადა ტურძელაძემ.

რაც შეეხება კოვიდი 19-ით ინფიცირებულ ორსულს, ტურძელაძის განმარტებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოლნისიდან ჩამოყვანილი ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იქ პრობლემა არ გვაქვს“ , – განაცხადა ტურძელაძემ.

banner
წინა სტატიაშირა საქმიანობებია დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს – მთავრობის დადგენილება
შემდეგი სტატიალალი ტურძელაძე – ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს პაციენტზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო