ლალი ტურძელაძე : კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი 68 წლის მამაკაცია , მას მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში განმარტეს, გარდაცვლილია 68 წლის მამაკაცი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

„სამწუხარო ამბავია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის, ბოლნისის კლასტერიდან მამაკაცი, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო კარგახანია, თქვენ მოგეხსენებათ, რეანიამიაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან შვიდი აპარატულ სუნთქვაზე, სამი კრიტიკულ ტერმინალურ მდგომაროებაში, ერთ -ერთი პაციენტი იყო ეს მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან, პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური სოკი, სეფსისი, სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“ ,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

banner
წინა სტატიაშიკარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ფაქტი გამოავლინა