ბოლნისიდან,პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული გადმოყავთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ამ წუთებში ბოლნისიდან თბილისში ფეხმძიმე ქალი გადმოჰყავთ.

„ბოლნისიდან საგანგებო სიტუაციების სამმართველომ დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბოლნისიდან მოჰყავთ ორსული, არის დადებითი კორონავირუსზე, ველოდებით პაციენტს, რომ ვნახოთ მისი მდგომარეობა. მას აღენიშნება ცხელება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ტურძელაძემ.

მისი განმარტებით, კორონავირუსი ორსულში სწრაფი ტესტებით დადგინდადა მას ლუგარის ლაბორატორიაში გადაამოწმებენ. პაციენტის დაინფიცირების ისტორია ჯერჯერობით უცნობია. ქალს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსებენ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი
შემდეგი სტატია(video) ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ბოლო ინფორმაცია