ლალი ტურძელაძე ადასტურებს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი COVID-19-ით დაინფიცირდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ კლინიკის ექიმი, მეან-გინეკოლოგი, კორონავირუსით დაინფიცირდა.

“ჩვენ არ გვაქვს წესად, რომ დავასახელოთ პაციენტების პროფესია. ეს, ალბათ, საჭირო არ არის. რადგან თვითონ ისურვა, რომ გამოეთქვა თავის თავზე აზრი და ეთქვა, რომ ის ინფიცირებულია, კი, ბატონო, ჩვენი ყველას ინდივიდუალური ნებაა. მე არ შემიძლია ამის უარყოფა, არის, მოთავსებულია, ვმკურნალობთ, სტაბილურია მისი მდგომარეობა. მკურნალობს ქალბატონი. ალბათ, მათი პროფესიების დასახელება, დამერწმუნეთ, საჭირო არ არის”, – ამბობს ტურძელაძე.

ტურძელაძე უარყოფს, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, ექიმები 14-დღიანი მორიგეობის შემდეგ იცვლებიან და მათ შინ წასვლამდე და კლინიკაში დაბრუნებისას კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.

banner
წინა სტატიაშიტურძელაძე: COVID-19-ით გარდაცვლილის ცოლის მდგომარეობაც უმძიმესია
შემდეგი სტატიაპირდაპირ ითქვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა