ლალი ფაფიაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში არანაირ საქმეებთან დაკავშირებით პროტესტი არ არსებობს

საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და არანაირ საქმეებთან დაკავშირებით პროტესტი არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ინსინუაციები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება, რომ რომელიმე მოსამართლე ან მოსამართლეთა ჯგუფი აპირებს სასამართლოს ბლოკირებას ან პარალიზებას, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ ძაბავს ურთიერთობას.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ იმაზე, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში ითქვა მიკერძოებასთან, მოსმართლეებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, დაწყებულიყო შესაბამისი რეაგირება, ეს ფაქტები გარკვეულიყო. შესაბამისად, კითხვის ნიშნები, რაც არსებობს ცალკეულ სარჩელებთან დაკავშირებით, უნდა იყოს გარკვეული. კარგი იქნებოდა, ეს აქამდე გაკეთებულიყო და არ დაგვჭირვებოდა უფრო ღია ფორმატში საუბარი. ეს თემა ოდესღაც უნდა დამთავრდეს, რადგან ამით ზარალდება მთლიანად ინსტიტუცია და თითეული მოქალაქე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, ოღონდ ისე, რომ ჩვენც გვქონდეს საქმეზე ნორმალური, წყნარ პირობებში, ოღონდ ადეკვატური დროის მონაკვეთის ფარგლებში მომზადების შესაძლებლობა.“, – განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უსაფრთხოების სამსახურიდან ადამიანის თავდაცვაში გადასვლა ძალიან მიღებული პრაქტიკაა”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა