ლალი ანთია: სამეგრელო 2012 წლის მონაპოვარს ემშვიდობება

14569697_651708748322649_49104417_nლალი ანთია სამეგრელოს გუბერნატორს – ლევან შონიას კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება...

„მინდა, ლევან შონიას მივმართო, თავის პოლიციური მეთოდები, რომელსაც სამაგრელოში მოსვლის დღიდან იყენებს, დაივიწყოს. ბევრი სიბიძურე ჩაიდინა და ბევრი კომპრონატიც მაქვს, მაგრამ არ მინდა, ეს კომპრომატები წინასაარჩევნოდ გამოვამზეურო,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრის დროს „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის, გიზო სართანიას დედა, სკანდალურად ცნობილი ლალი ანთია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ურჩევს, რომ მის შვილს თავი დაანებოს.
ანთიას განცხადებით, შონია ყველას აფრთხილებს, რომ გიზო სართანიას ხმა არ მისცენ, თორემ სამსახურიდან გაათავისუფლებს…
„შონიამ 90-იანი წლები დააბრუნა სამეგრელოში – კონტრაბანდასა და ტენდერებში ხელი აქვს გასვრილი. ის ნამდვილი მკვლელია!“ – აცხადებს ლალი ანთია, თუმცა „თაიმერის“კითხვაზე, ვისი მკვლელია, პასუხისგან ჯერჯერობით თავს იკავებს…
„დოკუმენტურად დაუმტკიცებ, თუ რა ცოდვები ჩაუდენია ამ ხნის განმავლობაში. ლევან შონიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა პარპაშის უფლება – გზა პორტირებულ „ნაცებს“ გაუხსნა. ღემრთმა ნუ ქნას, „ოცნება“ დამარცხდეს სამეგრელოში და თუ ასე მოხდა, პასუხი ლევან შონიას უნდა მოეთხოვოს. მან სამეგრელო 30 ვერცხლად გაყიდა. ზუგდიდი შონიების ქალაქი არაა, ზუგდიდი დადიანების ქალაქია, მაგრამ სამეგრელო 2012 წლის მონაპოვარს ემშვიდობება და ეს შონიას დამსახურებაა,“ – ირწმუნება ანთია და დასძენს, რომ შონიამ სახელისუფლებო გუნდი შეცდომაში შეიყვანა…
„25 წელია, ეროვნული მოძრაობიდან ქუჩაში ვდგავარ, ბერვი ვიცი, ძალიან ბევრი იმ საქმეებზე, რაც სამეგრელოში ხდება. გამოუშავას ბიძინამ თავის ნდობით აღჭურვილი პირი და ნახოს, სამეგრელოში რეალურად რა მდგომარეობაა,“ – ამბობს ანთია და დასძენს, ის და მისი ოჯახი ზეწოლას სუსიდან და პოლიციიდან კი არა, შონიასგან განიცდის.
„ლევან შონია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი! ჩემი შვილის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან ის სრულწოლოვანია. მან 2005 წლიდან, ბევრი რამ გამოიარა. მე პოზიცია არ შემცვლია!“ – აცხადებს ლალი ანთია, რომელსაც, როგორც ამბობს, ბიძინა ივანიშვილის იმედი ქვს…
„ნეპოტიზმი ყვავის ზუგდიდში, ხალხო!!! სად იყო ლევან შონია, როცა გიზოს ფანჯრიდან აგდებდნენ? შონიამ ზუგდიდი გახლიჩა და ერთმანეთს დაუპირსპირა. ინგერევა სამეგრელო, ინგრევა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრისას ლალი ანთია.

banner
წინა სტატიაშიკოლმეურნეობის მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რჩებიან
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქემ მარადიულ ცეცხლზე სუპი მოხარშა