ლაიმა ვაიკულეს მიერ ორგანიზებულ ფესტივალ „რანდევუში“ ნინო ქათამაძე მონაწილეობს, ის თავად ფესტივალის ორგანიზატორმა მიიწვია.
ფესტივალი, რომელსაც იურმალა მასპინძლობს, იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იქ რუსეთისგან “შერისხული” მომღერლები იკრიბებიან. მაგალითად, “რანდევუზე” ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი გამოჩნდნენ, რომლებსაც დამსწრეები ოვაციებით შეხვდნენ.