ლაიენის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს

ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეურაქტივი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, ულტრამემარჯვენეების მცდელობა, კორუფციული სკანდალის თემა მომავალ კვირას სტრასბურგში პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეეტანა, ჩაიშალა.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ინიციატივას მხარი ულტრამემარჯვენე „სუვერენული ერების ევროპის ჯგუფმა“ დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამოძიების შესახებ დებატები დღის წესრიგში დაეყენებინათ.

„ევროპელები იმსახურებენ, იცოდნენ სიმართლე ევროკავშირის ინსტიტუტებში კორუფციული სკანდალების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ევროკავშირის სახსრები პოლიტიკური ან იდეოლოგიური ინტერესებისთვის“, – აცხადებს უნგრელი ევროპარლამენტარი კინგა გალი, რომელიც შეხვედრაზე „პატრიოტებს“ წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაში“ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას” – ეკა ბესელია აქციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე
შემდეგი სტატიაჯო უილსონი: “აღმაშფოთებელია, რომ “ოცნების” რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება”