ლაიენი ზურაბიშვილს შეხვდა

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.

“მადლობა სალომე ზურაბიშვილო, თქვენი ლიდერობისთვის. მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს,” – წერს ფონ დერ ლაიენი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ანდჟეი დუდას: მომავალი არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის ტესტი იქნება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა