ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლაგოსის შტატის ინფორმაციის კომისარი ავრცელებს.
სამაშველო სამსახურებმა ნანგრევებიდან 27 ადამიანი ამოიყვანეს, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. მათ ადგილზევე გაეწიათ პირველადი დახმარება, რის შემდეგაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ლაგოსის გუბერნატორმა, ბაბაჯიდე სანვო-ოლუმ, ახლომდებარე შენობების სტრუქტურული მდგომარეობის სასწრაფო შემოწმება დაავალა და მოქალაქეებს უსაფრთხოების რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა.

















