ლაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ ლაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ. კ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ასევე, ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

banner
წინა სტატიაშითბილისში წუხელ დათვის ბელს ეძებდნენ
შემდეგი სტატიაყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს