ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ცეცხლი შიგნიდან გაუჩნდა

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ცეცხლი შიგნიდან გაუჩნდა. ჭერის გარდა დაზიანებულია იატაკი, ხალიჩები, ხატების დიდი ნაწილი. დაწვას გადაურჩა ტაძრის სახურავი. შენობა მთლიანობაში გადარჩა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი ეკლესიაში სწრაფად გავრცელდა. არის ვარაუდი, რომ აალება დენის მოკლე ჩართვამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის შენობა მეტწილად ხის მასალებითაა აშენებული. ადგილზე მობილიზებული იყო ლაგოდეხის სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ლალი ხუბულავა

banner
წინა სტატიაში,,ვაშინგტონ პოსტი,, – ალიევი იქცევა როგორც ტირანი
შემდეგი სტატიასირიაში, გაურკვეველ ვითარებაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა