ლაგოდეხში, სოფელ შრომაში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და სავარგულებს უკიდია.

ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 15 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ხანძარი ლოკალიზებული არ არის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი КГБ-ს ოფიცერს სახელმწიფო საიდუმლოებზე წვდომის სრულ უფლებას აძლევს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-დან ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს