ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იმყოფება

ლაგოდეხიმტალაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტპაზე არსებული ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან, თუმცა მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია.
“ვიცით, რომ არიან ცოცხლები. იმყოფებიან დაღესტანში. არიან დაკავებულები. სხვა დეტალები არ ვიცით. ახლა მივდივართ მათ ოჯახებში, რომ ეს ფაქტი შევატყობინოთ”, – განაცხადეს გამგეობაში.
ლაგოდეხში სამ მონადირეს რამდენიმე დღეა ეძებენ. ოჯახების ინფორმაციით, 28 დეკემბერს 4 მონადირე სანადიროდ გავიდა, თუმცა მათგან უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა, დანარჩენ სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდებოდა.
ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფიც იყო ჩართული.

banner
წინა სტატიაშიკატები, რომლებიც ჰიტლერის ულვაშებით იბადებიან
შემდეგი სტატიაჩინეთის საერთაშორისო მარაგი მახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა