21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ლაგოდეხში ქალის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ქალი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი: თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს EU-ში გაწევრიანებას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
შემდეგი სტატიაფიშერი: პაპუაშვილს ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის