ლაგოდეხში ქალი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც მას თავდამსხმელმა ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს საათებში სახლში გაწერენ.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს – შეჩერდეს საბანკო პროცენტები, გაუქმდეს ჯარიმები და გადავადდეს კრედიტები
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66 კორონავირუსი დაუდასტურდა