10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ლაგოდეხში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2006 წელს დაბადებული ნ.გ.  და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ  ჯგუფურად ჩადენილი  გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში,   მამაკაცს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით  პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან ახალ თავდასხმებს იგერიებენ
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე