ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარის ადიდების გამო 6-კაციანი ჯგუფია დარჩენილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 11, 2018 16:32

ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარის ადიდების გამო 6-კაციანი ჯგუფია დარჩენილი

მნიშვნელოვანი

  • ლაგოდეხში, უამინდობის შედეგად მდინარე ნინოსხევი ადიდდა, რის გამოც მდინარის მეორე ნაპირთან დარჩენილი 6 მოზარდი გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. როგორც ჟურნალისტებს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი სამაშველო ძალა.

სხვა სტატიები

ლაგოდეხში, უამინდობის შედეგად მდინარე ნინოსხევი ადიდდა, რის გამოც მდინარის მეორე ნაპირთან დარჩენილი 6 მოზარდი გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. როგორც ჟურნალისტებს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი სამაშველო ძალა.

„6 ბავშვია მდინარის ადიდების გამო ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ნაპირზე დარჩენილი. ამ ეტაპზე ისინი სრულიად უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან, შედარებით ამაღლებულ ადგილზე არიან, თუმცა მეორე ნაპირზე. ვინაიდან ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის, მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ადგილზე ამ დროისთვის 9 მაშველი იმყოფება. როდესაც ბავშვები სიმაღლიდან ჩამოვლენ, სამაშველო ჯგუფი მათ გამოყვანას დაიწყებს. მათ ადიდებული მდინარის მეორე ნაპირიდან თოკების დახმარებით გამოიყვანენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 11, 2018 16:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,453
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics