ლაგოდეხში მოხალისეთა პირველი გასვლა მოეწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების შეკავების და მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვის მიზნით შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კაბლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყეს.

ორმოცდაათამდე მოხალისე ლაგოდეხელი ახალგაზრდების, რიგითი მოქალაქეების, საჯარო მოხელეების, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლაგოდეხის ფილიალის წარმომადგენლებისგან შედგება.

პირველი გასვლის შედეგ გამოვლინდა საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი მოქალაქე, რომელთა შესახებ მოხალისეებმა ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს გადასცეს.

ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, მოხალისეები მოსახლეობას სამხარეო ადმინისტრაციის მიერ შედგენილი კითხვებით მიმართავენ და არკვევენ აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია ახალი კორონა ვირუსის და ინფექციის თანმდევი სიმპტომების შესახებ, კითხვები ასევე ეხება ადგილობრივთა შესაძლო კონტაქტების დადგენას მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან.

დეპუტატის განმარტებით, მოხალისეთა ჯგუფებს სამხარეო ადმინისტრაციის სერტიფიცირებული თანამშრომლების მიერ ჩატარებული აქვთ სპეციალური სწავლება, ისინი აღიჭურვნენ შესაბამისი ეკიპირებით, პირბადეებითა და სამედიცინო ხელთათმანებით.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა