ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ

დიდტოვლობალაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფია ჩართული. შეგახსენებთ, რომ 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენები კი – ამ დრომდე არ გამოჩენილან. სააგენტოს ცნობით, მათ მონადირეების ოჯახებმა გუშინ მიმართეს და შესაბამისად სამაშველო ღონისძიება გუშინვე დაიწყო. დღეს კი, ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. ძებნის ღონისძიება ერთი ვერტმფრენით მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ყინულის სახლი “ჩაიფუშა”+ფოტო
შემდეგი სტატიაფოცხოეწერში მისასვლელი გზები ჩაიხერგა-რა ხდება ამ წუთებში წალენჯიხაში+ფოტო