ლაგოდეხში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულმა დანაშაული აღიარა

ლაგოდეხში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ბარბაქაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. დანაშაული მან ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე აღიარა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბარბაქაძე პატიმრობაში დატოვა.

გიორგი ბარბაქაძეს დღევანდელ პროსზე სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მარტს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი: სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული საკითხის დაჩქარების შესახებ ჩვენ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ
შემდეგი სტატიათიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანაა