5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ლაგოდეხში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით – 1976 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე,  უკანონოდ გაჩეხა მუხის და კოპიტის ჯიშის ხეები.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ხის მორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიურ სოფელთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – საპროტესტო აქცია მილანში
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი