ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

სროლა ლაგოდეხში

banner
წინა სტატიაშიარავინ არანაირ გადატრიალებას არ აპირებდა და არ აპირებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი 59.6%, გრიგოლ ვაშაძე 40.4% – ცესკომ ხმების თითქმის 100% დაითვალა