ლაგოდეხში ავარიას 25 წლის კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი კაცი დაშავდა, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.















