ლაგოდეხში 95 ბიულეტენზე ენმ-სა და თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატების სახელი და გვარები არ იყო მითითებული

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმის მე-4 საარჩევნო უბანზე სხვა რაიონის 95 ბიულეტენი შეიტანეს, ბიულეტენებზე არ იყო მითითებული ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სახელი და გვარი.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა, 95 ბიულეტინივე ბათილად არის ცნობილი.

ამომრჩევლის აქტივობა მაღალია თელავში, საერთო ჯამში იქ 1446 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რამდენიმე საათია, თელავში ირაკლი სესიაშვილი ჩავიდა და განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის #68 ოლქის ჯვარის 26-ე უბანზე თავმჯდომარის მოადგილე გადასატან ყუთს გაყვა
შემდეგი სტატიამცხეთაში მომხდარ ავარიას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა