ლაგოდეხის ორ სოფელში – თელასა და წიფლისწყაროში ხანძარია

ლაგოდეხის ორ სოფელში – თელასა და წიფლისწყაროში ხანძარია. საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოში აცხადებენ,რომ ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია.

ცეცხლის ჩაქრობას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამაშველო-სახანძრო სამსახურთან ერთად, კახეთის სხვა რაიონების სახანძრო-სამაშველო სამსახურებიც ცდილობენ.ცეცხლის ჩქრობას რთული რელიეფი ართულებს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკაც შეჰყავთ. საერთო ჯამში ცეცხლის ჩაქრობას 100 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ხანძარი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ტელეკომპანია “იმედს” მიმართავს
შემდეგი სტატიაკოხტა კოდუა უკრაინაში დააკავეს-საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს