ლაგოდეხის სოფელ შრომაში მაღაზია გაქურდეს

ქურდობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – შემთხვევა სოფელ შრომაში წუხელ მოხდა.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზია იმ დროს გატეხეს, როცა ობიექტის მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები და თანხა, თუმცა ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – ფიზიკური დისტანციის მიუხედავად, სააკაშვილი პოლიტიკაში ჩართულია
შემდეგი სტატიაბონდო თედორაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არამიზნობრივი ხარჯები ფიქსირდება