ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში ძმამ ძმა მოკლა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში ძმამ ძმა მოკლა – შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

მამაკაცი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები აქვს, 45 წლის ძმა მამის სახლში მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძმები სხვადასხვა ოჯახებში ცხოვრობენ, თუმცა, მკვლელობის დროს მათ ურთიერთშელაპარაკება მამის სახლში მოუვიდათ.

ეჭვმიტანილმა ძმას თავდაპირველად ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

banner
წინა სტატიაშილევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი: “ნაციონალური მოძრაობა” ყოველდღიურად კარგავს სიცოცხლის უნარს