ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, სავარაუდოდ, ჯონდო მდივნიშვილი იქნება

ექსკლუზივი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, სავარაუდოდ, ჯონდო მდივნიშვილი იქნება.

არსებული ინფორმაციით, სწორედ მდივნიშვილის  კანდიდატურის დასახელებას გეგმავს „ქართული ოცნება“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

თავად მდივნიშვილი ჩვენთან საუბარში ამ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მის კანდიდატურასთან ერთად პარტიაში განიხილებოდა მოქმედი გამგებლის კარლო (კახა) ჯამბურიას კანდიდატურაც, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ უპირატესობა მას მიანიჭა. მისი თქმით, მერობის კანდიდატების წარდგენა თვის ბოლოს მოხდება.

ჯონდო მდივნიშვილი, განათლებით ეკონომისტი,2008 წლიდან ლიბერთი ბანკის გუნდშია და 2013 წლიდან ლიბერთი ბანკის კახეთის რეგიონალური ფილიალის მმართველია.
“ქართული ოცნების” საკრებულოს სიის განხილვა უკვე მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს სიის ხუთეულში შედიან ჯონდო მდივნიშვილი, სალომე ღონღაძე, გაგა ღამბაშიძე, გიორგი დარბაიძე, გიორგი ღარიბაშვილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ღარიბაშვილი განიხილება საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე.
სიის სრული შემადგენლობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

ლალი ხუბულავა (ჟურნალისტი, კახეთის რეგიონი, ლაგოდეხი)

banner
წინა სტატიაში,,მატყუარა, გაიძვერა და უნამუსო ადამიანად ჩამოყალიბდი” – ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი” დაჩი ცაგურიას მიმართავს
შემდეგი სტატია,,სომხეთს არ უნდა აშფოთებდეს საქართველოში თურქული ინვესტიციები,,