ლაგაზიძე: ვისაც რუსული ჩექმის ლოკვა უნდა, ლოკოს, ამ ქვეყანას რუსეთისთვის არ დავათმობინებთ

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2020 20:22

ლაგაზიძე: ვისაც რუსული ჩექმის ლოკვა უნდა, ლოკოს, ამ ქვეყანას რუსეთისთვის არ დავათმობინებთ

პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, სტრატეგიის ანალიზისა და ცენტრის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც დღეს, ვილნიუსის სკვერში, სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად ხელი მოაწერა შეურიგებლობის მანიფესტს, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ საქართველოს თავზე რუსული ყულფი იკვრება და ამ ქვეყანას რუსული ჩექმისთვის არავის დაუთმობს.

“მე რაც შემიძლია გითხრათ, 30-წლიანი პოლიტიკური ანალიზით, ლამის ატომის დონეზე ვიცი და ეს ისაა, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავახევინეთ უკან “ქართულ ოცნებას”, ეს სამუდამო იქნება. “თურქმენიზაციაზე” საუბარი თქვენ ხუმრობა ხომ არ გგონიათ?

ამიერკავკასიაში კიდევ ერთი რუსული ბაზა ჩადგება და ეს თემა, ეს შეკითხვა აღარ არის რიტორიკული შეკითხვა, ამ გამოწვევებთან გამკლავება კი მხოლოდ დასავლეთის პარტნიორ ხელისუფლებას შეუძლია.

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ: საქართველოს კისერზე რუსული ყულფი იკვრება და უმთავრესი, რას არ შევეგუებით – მე პირადად გაძლევთ ამის პირობას, რომ ვერ გაუფორმებენ ამ ქვეყანას რუსეთს, მინდა ვთქვა, რომ ვისაც რუსული ჩექმების ლოკვა უნდა, ლოკოს, მაგრამ ქვეყანას რუსული ჩექმისთვის არავის დავუთმობ, მათ შორის, არც ჩვენს მოქალაქეებს,” – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე “დღის სტუმარში”.

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2020 20:22