ლადო პაპავას თქმით გახშირებული წვრილმანი ქურდობები მოსახლეობის გაჭირვებას და ახალ საბანკო რეგულაციებს უკავშირდება

პროფესორი და ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ლადო პაპავა მიიჩნევსმ რომ დანაშაულის ზრდას იწვევს ის, რომ მოსახლეობას უჭირს, რაც თავის მხრივ ახალ საბანკო რეგულაციებს უკავშირდება.

„იანვრიდან ამოქმედდა საბანკო რეგულაციები, რომლითაც შეიზღუდა კრედიტების გაცემა, რაც სწორი იყო, თუმცა, მაშინ როცა ხალხი კრედიტებით ცხოვრობდა, საჭირო იყო ამ შეზღუდვებს მთავრობის მხრიდან ადეკვატური პროგრამებიც მოყოლოდა, რომელიც ინკლუზიურ ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული. ამაზე დიდი ხანია საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის, თუ მხოლოდ მათ მოვთხოვთ პრობლემის გადაწყვეტას, პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობისკენ ვუბიძგებთ, რაც არ გვინდა,“-აღნიშნავს ლადო პაპავა.

„ის, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, სიღარიბე მაღალ დონეზეა და მოსახლეობას უჭირს, ცნობილია და გიორგი კვირიკაშვილიც ოფიციალურად სწორედ მაგას შეეწირა.“

ექსპერტის განცხადებით, ხშირია ისეთი დარღვევები რომელიც წვრილმან ქურდობასთან არის დაკავშირებული და 100-200 ლარის გამო მოზარდები ტეხავენ მაღაზიას.

banner
წინა სტატიაშიხმაური ბათუმის ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში – პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა დააკავა
შემდეგი სტატია,, მჯერა,რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხაზს უსვამს პოზიტივს, რაც გულისხმობს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას საქართველოში”