ლადო პაპავამ ჟურნალისტებს რექტორობის 3-წლიანი ანგარიში წარუდგინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორმა, ლადო პაპავამ ჟურნალისტებს რექტორობის 3-წლიანი ანგარიში წარუდგინა.

პაპავამ ყურადღება გაამხვილა სტრუქტურულ ცვლილებებზე,სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებაზე, საერთაშორისო რეიტინგებში თსუ-ს წარმატებაზე.

პაპავამ უნივერსიტეტში ამოქმედებულ ახალ საგანმანათლებლო პროგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 2015წლიდან უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 525 ათასი ლარი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისთვის გამოიყო.

ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ შვიდივე ფაკულტეტის წარმატებული 5-5 დოქტორანტის სწავლის საფასური უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაიფარება.

ამასთან, პაპავს თქმით, იუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი ცვლილება განხორციელდა, არის ისეთი საკითხებიც, რომელთა მოგვარებაც ვერ მოხერხდა.

„მაგალითად, ვერ მოვიპოვეთ უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება. ხელისფლებაში არ არის შესაბამისი პოლიტიკური ნება. ახლაც მივმართე პრემიერს, პრეზიდენტს და განათლების სამინისტროს თანხების გამოყოფისათვის“,-აღნიშნა ლადო პაპავამ.

პაპავა თსუ-ს რექტორად აკადემიურმა საბჭომ 2013 წლის 16 აგვისტოს აირჩია. 2016წლის 30 მარტს პაპავამ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით მიმართა. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
შემდეგი სტატიაუილიამ ლაჰიუ: ვმსჯელობთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე