ლადო პაპავამ თსუ-ს რექტორის თანამდებობა დატოვა

ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა. აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. პაპავა თანამდებობაზე პირველი მაისამდე დარჩება, მანამდე აირჩევა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის მთელი აკადემიური პერსონალის მიერ. ახალი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ, პირველი ივნისიდან აკადემიური საბჭოც შეიწყვეტს თავის უფლებამოსილებას.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპაციას, იგივე გამოწვევებია უკრაინაში
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3679 ლარი გახდა