ლადო პაპავა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ულიტიმატუმის მიუხედავად, ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. როგორც თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ თანხმდება ულტიმატუმის პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს ნებისმიერ მხარეს.

“მე გადადგომას არ ვაპირებ. გავა 1 საათი თუ საჭირო გახდება შევხვდები და კომუნიკაციას დავიწყებ”, – განაცხადა პაპავამ.

თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გადადგომისთვის ერთსაათიანი ვადა მისცა.

როგორც ჟურნალისტებს თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პატაა ბახტურიძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა 15:00 საათამდე არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად სხვა სტუდენტებიც დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაშიფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს, საკუთარ მიდგომებს მიაქციოს ყურადღება