ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო

პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო.

როგორც ლადო პაპავამ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„ეს აბსოლუტურად სწორია. ალბათ, სჯობდა ცოტა ადრეც რომ გაკეთებულიყო. ეს ნაბიჯი იმისკენაა გადადგმული, რომ ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნოს, რაც აუცილებელია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. თავის დროზე, როდესაც ეს შეზღუდვა შემოვიდა, იმას ემსახურებოდა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილიყო და დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულიყო, მაგრამ ეს იყო ხელოვნური მოთხოვნა და მის უკან რეალური ეკონომიკური საფუძველი არ იდგა“,- აცხადებს ლადო პაპავა.

ამასთან, ლადო პაპავა ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების სესხების ზრდამ პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას და ახლა ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს, ეს კი თავის მხრივ, სესხს აძვირებს და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

„ეროვნულმა ბანკმა დაუშვა მთელი რიგი შეცდომები და დღეს ვიმკით სწორედ ეროვნული ბანკის მცდარ პოლიტიკას, რომელიც იყო რეფინანსირების სესხის უზომოდ გაზრდაში. ბოლო 5 თვის განმავლობაში მილიარდ ნახევარი ლარითაა რეფინანსირების სესხები გაზრდილი. ესაა დამატებითი ფულის მასა, რომელიც პრობლემებს უქმნის მთელს ქართულ ეკონომიკას, ლარსაც და ინფლაციასაც.

ორი პრობლემის წინაშე დავდექით, ერთი მხრივ, ეროვნულ ბანკს არ უნდა ინფლაცია გაიზარდოს, რომლიც უკვე ორჯერ და მეტად მაღალია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით, მეორე მხრივ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას, რადგან აძვირებს კრედიტს“, – აღნიშნა ლადო პაპავამ

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის დავალება ბავშვებს-“დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ… “
შემდეგი სტატიათვალის ჩაკვრაც არ ყოფილა – ნუკრი ქანთარია განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე