ლადო პაპავა – არჩევნებისადმი მერყევმა დამოკიდებულებამ წყალი „ნაცების“ წისქვილზე დაასხა

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ფიცი უშუალოდ პარლამენტში დადო და ამით მისი გაპრეზიდენტების მნიშვნელობა სულაც არ ყოფილა დაკნინებული. შემდეგმა პრეზიდენტებმა ფიცის დადება ინაუგურაციის ფორმატში განახორციელეს-აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა

მისი თქმით,„ნაციონალური“ ოპოზიციის ერთადერთი მიზანია არეულობის მოწყობა ყველგან იქ, სადაც გამოუვა – პარლამენტში, ინაუგურაციასა და მთლიანად ქვეყანაში, ამიტომ მთავრობის უმთავრესი ამოცანაა არ დაუშვას შეცდომა.

,,მე მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ დავსწრებოდი პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის პროცესებს. ვფიქრობ, უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება პარლამენტში უფრო გამართლებული იქნებოდა.

ის, რომ ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართებოდა, წინასწარ იყო ცნობილი. „ნაციონალური“ ოპოზიციის ერთადერთი მიზანია არეულობის მოწყობა ყველგან იქ, სადაც გამოუვა – პარლამენტში, ინაუგურაციასა და მთლიანად ქვეყანაში. ამიტომ მთავრობის უმთავრესი ამოცანაა არ დაუშვას შეცდომა, არ აჰყვეს ნებისმიერ პროვოკაციას. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მეტი საპატიო სტუმარი ჩამოსულიყო…”-აცხადებს ლადო პაპავა

პროფესორის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება საპერზიდენტო არჩევნებისადმი მერყევმა დამოკიდებულებამ გამოიწვია

,,საპრეზიდენტო არჩევნებისადმი თავიდანვე მერყევმა, ჩამოუყალიბებელმა დამოკიდებულებამ საბოლოო ჯამში წყალი „ნაცების” წისქვილზე დაასხა და დღეს უკვე სახეზეა მოძლიერებული „ნაცმოძრაობა,“ რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში შეცდომების შედეგია”-აცხადებს პაპავა

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია თბილისში ,რუსთაველის გამზირზე ინაცვლებს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა პარლამენტთან კარვები გაშალა