ლადო გურგენიძემ ევროპულ საქართველოს 22,222,22 ლარი შესწირა

​”ლიბერთი ბაკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ და საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა “ევროპულ საქართველოს” 22,222,22 ლარი შესწირა.

გურგენიძისთვის ეს მესამე პოლიტიკური შემოწირულობაა – 2012 წელს მან 60 ათასი ლარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი 940 ლარი ასევე ენმ-ს შესწირა.

ლადო გურგენიძემ “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2017 წლის ოქტომბერში დატოვა და საქმიანობას 4Finance-ში, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აგრძელებს. 4Finance ევროპაში უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ საკრედიტო კომპანიაა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გურგენიძემ ნიკ ჯორდანი შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობას თიბისის თანამშრომლება მიიღეს
შემდეგი სტატიახელისუფლება ქვეყანას 90-იანი წლების მეთოდებით მართავს