12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ლადო გამსახურდია – “საქართველო ვერ გადარჩება შიშით, ვერ გადარჩება იმ პოლიტიკით, რომელიც მცოცავ ოკუპაციას „სტაბილურობას“ ეძახის”

“შეიძლება მე არასოდეს მოვიდე საქართველოს სათავეში. შეიძლება ეს გზა ჩემთვის არ იყოს დაწერილი. მაგრამ ერთი რამ ზუსტად მინდა იცოდეთ: ჩემი ერთადერთი სურვილია ერთიანი და ძლიერი საქართველო.

სწორედ ამისთვის მინდა გაერთიანდეს ხუთჯვრიანი და სამფეროვანი ეროვნული დროშების ხელისუფლებები —არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ერთიანი მიზნისთვის: საქართველოს გადარჩენისთვის, გაძლიერებისა და გათავისუფლებისთვის.
ეს გაერთიანება უნდა გახდეს უძლეველი საძირკველი ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, მაღვიძარა, რომელმაც უნდა გადაუაროს არა მხოლოდ საქართველოს,
არამედ სრულიად კავკასიას.

საქართველო ვერ გადარჩება შიშით. ვერ გადარჩება ოკუპაციასთან შეგუებით.
ვერ გადარჩება იმ პოლიტიკით, რომელიც მცოცავ ოკუპაციას „სტაბილურობას“ ეძახის.
თუ ქვეყანას სჭირდება მმართველი, რომლის მთავარი საქმე მხოლოდ დეკორაციებია, ფორმალური თემები, ასფალტის დაგება და პრობლემების გადაფარვა მაშინ, როცა გრძელდება ოკუპაცია, მოქალაქეთა გატაცება და მუდმივი შანტაჟი —ასეთ ქვეყანას ლადო გამსახურდია ლიდერად არ სჭირდება.

კარგი ბუღალტერიც ეყოფა. მე მინდა საქართველო ძლიერი ჯარით,
ძლიერი სამხედრო ეკონომიკით, ძლიერი მეცნიერებითა და უახლესი ტექნოლოგიებით,
რომ მტერს სიტყვით კი არა — ძალით შეაჩერებს.

საქართველოს სჭირდება ისეთი პოლიტიკური და სამხედრო თავდაცვითი გუმბათი,
რომ მის ცაზე მტრის ბუზმაც კი ვერ გაბედოს შემოფრენა.
საუკუნოვანი, რუსული, ჟანგიანი ბორკილები უნდა ავხსნათ საქართველოდან და სრულიად კავკასიიდან.

რუსული ოკუპაცია არ არის ბედი.

ეს არის გამოწვევა, რომელსაც ან პასუხობ — ან ქრები. მე არ ვწერ ამას თანამდებობისთვის. მე ვწერ ამას საქართველოსთვის. ერთიანი, ძლიერი საქართველო —
კავკასიის მარგალიტი.

ჯობია ვიყო პირდაპირი!

ვფიქრობ თქვენ ისევ მოგატყუებენ “ევროპული ჰანგებით”, რომელსაც დღეს საქართველოში რუსული “ბალალაიკა”უკრავს!

🔝ერთხელ ვიყავი ცხოვრებაში რუსეთის ტერიტორიაზე და ისიც გამარჯვების დროშით ხელში!

მე მინდა ქართული დროშა გამოვფინო ჩემს სახლში აფხაზეთში, გუდაუთაში!- წერს უკრაინაში მებრძოლი მოხალისეთა ქვედანაყოფ „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური, ლადო გამსახურდია, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ოპერაციისთვის მედლით („უკრაინის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“) დაჯილდოვდა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი
შემდეგი სტატიაედიშერ კვარაცხელია – რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი