ლადო ჭანტურია: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას

ევროკომისიის დადებითი დასკვნა

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადების მიზეზი, კრიმინალის პრობლემა არ გამხდარა.
ჭანტურიას განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას.

„საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, ჩვენ ყველა საკითხში გვაქვს გერმანიის აბსოლუტური მხარდაჭერა, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის საკითხში და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების დროს ეს კიდევ უფრო აშკარად და ხელმისაწვდომად გაჟღერდება ჩვენი მოსახლეობისთვის. ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს, არსებობს შიდაპოლიტიკური საკითხები გერმანიაში, ზოგ სხვა წევრ სახელმწიფოში და ამ საკითხების გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხში ყველა საშინაო დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულა კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ამ საკითხის გადადების მიზეზი. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი“ – თქვა ელჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია სექტემბრამდე გადაიდო

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკერს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯანმრთელობისათვის საშიში ნახევარფაბრიკატების დამზადებისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცეს