ლადო ბოჟაძე მარნეულში პოლიციის მობილიზებას საჭიროდ თვლის – „კარგად გვახსოვს ორი წლის წინანდელ არჩევნებში მარნეულში მომხდარი დაპირისპირება, დაზიანებული პოლიციელებიც“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 28, 2018 13:17

ლადო ბოჟაძე მარნეულში პოლიციის მობილიზებას საჭიროდ თვლის – „კარგად გვახსოვს ორი წლის წინანდელ არჩევნებში მარნეულში მომხდარი დაპირისპირება, დაზიანებული პოლიციელებიც“

ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში, მარნეულში პოლიციის მობილიზების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ განვითარდება არჩევნების დროს მოვლენები, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქებში სადაც მაღალია რაიმე გართულების ალბათობა, პოლიცია უნდა იყოს მობილიზებული. მისი თქმით, 2 წლის წინ, მარნეულის საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის სამართალდამცველების დაზიანების შემთხვევებს, შესაბამისად აუცილებელია პოლიცია იყოს მზად, განსაკუთრებით უბნებზე ხმების დათვლის პროცესში.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ორი წლის წინანდელი არჩევნები, ის დაპირისპირება რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში მოხდა, მათ შორის დაპირისპირება სუბიექტის მხარდამჭერებს შორის და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ ჩვენ ვნახეთ ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გარკვეული ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში მოწყვლადი საარჩევნო ოლქების შესახებ.
წარმოიდგინეთ, რომ პოლიცია არსად გამოჩნდეს, არსად ფიგურირებდეს, არსად იყოს და მართლა რაღაც ინციდენტები მოხდეს, მერე უკვე დავიწყებთ საუბარს იმაზე, რატომ არ იყო პოლიცია, რატომ არ მოხდა დროული რეაგირება. პოლიცია და ბუნებრივია ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, უშუალოდ არჩევნების დროს როგორ განვითარდება მოვლენები და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც უკვე 20 საათის შემდეგ, გამოქვეყნდება პირველადი შედეგები, დაიწყება უბნებზე ხმების დათვლა და ორივე საარჩევნო სუბიექტი სავარაუდოდ მოუწოდებს საკუთარ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, დაიცვან ხმები.“ -განაცხადა ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 28, 2018 13:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics