ლადო ბოჟაძე – ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების გარეშე მიიღო

ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, – ამის შესახებ  სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ხმის მიცემის შემდეგ გაირკვა, რომ ამომრჩეველს მარკირების პროცედურა გავლილი არ ჰქონდა. მისივე განცხადებით, მომხდარზე უკვე დაიწერა საჩივარი.

„ბათუმში 45-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მხრიდან მარკირების პროცედურის შემოწმების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა კონვერტი ყუთში ჩააგდო, ამის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე მას მარკირების პროცედურა არ გაუვლია. ჩვენმა დამკვირვებელმა აღნიშნულზე საჩივარი უკვე დაწერა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – მომდევნო ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე
შემდეგი სტატიაილია მეორე – ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს